საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, მთავრობის მოშორებასა და პარლამენტში ოპოზიციის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ის მთავრობის შეცვლის მხოლოდ არაძალადობრივი პროტესტის გზებზე საუბრობს და არა ძალადობაზე. მისივე განცხადებით, საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია.
როდესაც მე ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით და მთავრობის მხრიდან ძალადობის არდაშვებაზე.
ასევე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვეულებრივ საქმიანობას პარლამენტში აზრი არ აქვს, ეს არ ნიშნავს პარლამენტის დატოვებას, არამედ ერთადერთი მთავარი საკითხით პარლამენტში ყოფნას - მოქმედი არალეგიტიმური მთავრობის გაშვებისთვის და ახალი გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რათა მან ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები.
ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.