სახელმწიფო მიწების მისაკუთრება - გახარიას თანაგუნდელს ბრალი წარუდგინეს

29.03.22 15:35
სახელმწიფო მიწების მისაკუთრება - გახარიას თანაგუნდელს ბრალი წარუდგინეს

გიორგი გახარიას თანაპარტიელს, გელა აბულაძეს ბრალი წარუდგინეს. სახელმწიფო უშიშროების სამსახური წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარს, გელა აბულაძეს,  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მითვისებას ედავება. უფლებადამცველების განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ადვოკატების ინფორმაციით, მათ მიეცათ საშუალება, შეხვედროდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც გამორიცხავს მონაწილეობას აღნიშნულ საქმეში. 

მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. მისი პოლიტიკური აქტიურობის პარალელურად წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა მისი გამოკითხვასაც. 

გელა აბულაძეს ედავებიან სრულიად აბსურდულ ბრალდებას- თითქოს მან სახელმწიფოსგან მიისაკუთრა უკანონოდ მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, ეს კრიმინალური დრამა, რასაც გვთავაზობს სუსი, ახლოსაც არ არის სამართლიანობასთან და სიმართლესთან, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შევძლებთ გელას უდანაშაულობის დამტკიცებას - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,  გელა აბულაძე, 28 მარტს დილით დააკავა.