მიზანი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაა - კეზერაშვილის ადვოკატი
ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სასმაართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული. შოთა მინდელი ამბობს, რომ კეზერაშვილი 5 მილიონის გადახდას არ აპირებს. კეზერაშვილის უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება იძულებით აღსრულებას მიმართავს და ტელეკომპანია "ფორმულას" დააყადაღებს.
2 ინსტანცია მოგებული გვქონდა სასამართლოში, შემდეგ 3 წლის განმავლობაში იდო ეს საქმე უზენაეს სასამართლოში ხელუხლებელი. როც აიქ დაინიშნა ბატონი თადუმაძე, მან ჩამოიღო ეს საქმე თაროდან.არგუმენტი არ არის, რატომ გამტყუნდა დავით კეზერაშვილი.მთლანობაში მიმართულია არა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, არამედ ეს არის კიდევ ერთი მიზანი ხელისუფლების, რომ როგორმე ოპოზიციური მედიასაშუალება, ამ შემთხვევაში ტელეკომპანია "ფორმულა" გააჩუმოს და გააქროს მედიასივრციდან.რა თქმა უნდა არანაირ აღსრულებას არ ვაპირებთ სავარაუდოდ ხელისუფლება მიმართავს იძულებით აღსრულებას და ეს არის სწორედ მათი მიზანი, რომ როგორმე ტელეკომპანია "ფორმულას" მისწვდნენ", - ამბობს ადვოკატი შოთა მინდელი.
სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ასევე ალექსანდრე ნინუას, თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.
კეზერაშვილსა და ნინუას გენერალური ბრალდების მხარე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP -ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა გამოძიების განცხადებით, სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია