"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის წინააღმდეგ კანონპროეტის განხილვა 2 კვირით გადადო
"ქართულმა ოცნებამ" “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა 2 კვირით გადადო. არადა ამ კანონის მიღებას ხელისუფლება დაჩქარებული წესით გეგმავდა.
მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ კანონპროექტის განხილვას მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ოპოზიციის შენიშვნებს მოისმენენ.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, კანონპროექტის ავტორებმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კონსულტაციები ანრი ოხანაშვილის კაბინეტში გამართეს.
ორი კვირით გადავდებთ კანონპროექტს და ამ ორი კვირის განმავლობაში ერთი არსებითი სამართლებრივი არგუმენტი მაინც წარმოადგინონ, იმის შესახებ რატომ არ შეიძლება ამ ფორმით ეს ცვლილება გავიდეს. რატომ არ შეიძლება ეს ცვლილება კანონპროექტში შევიდეს და რატომ არ ვშეიძლება კონსტიტუციასთან ამგვარად მოვიდეს შესაბამისობაში კონკრეტული ნორმა"- თქვა მამუკა მდინარაძემ.
"ოცნება" კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას პრეზიდებტის მიერ ელჩების არდანიშვნას ასახელებს, თუმცა არ პასუხოსბ კითხვას კონკრეტულად რომელი ელჩის დანიშვნის ბრძანებას არ მოაწერა ხელი სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობითსთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე 12 პირის დანიშვნის თაობაზე მიმართა და სალომე ზურაბიშვილმა 12-ვეს დანიშვნას ხელი მოაწერა.
მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე ხდება, ანუ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.
დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.