ერთი ადგილი რომ არ გაქვს, მაგიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე - ზარქუა გიორგი ვაშაძეს

29.03.22 15:54
ერთი ადგილი რომ არ გაქვს, მაგიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე - ზარქუა გიორგი ვაშაძეს

 "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართა, რატომ არ დაგმო მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუშინ გაკეთებული განცხადებები: 

გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, აჰა, მოვიდა ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთო, დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ, რომ არა გაქვს ერთი ადგილი, რომ ეს გააკეთო. მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი. ამიტომა ხარ „ჭიჭე ვაშაძე“ და ასე იქნები ბოლომდე, - თქვა ზარქუამ. 

დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილსაც მიმართა და მოუწოდა, „ქართული ოცნების“ ბულინგს შეეშვას: 

ჩვენ არ შეურაცხვყოფთ თქვენს ამომრჩეველს, მათ ვინც პოლიტიკაში ხართ მოკალათებული, მეტი პასუხისმგებლობა გაქვთ. რუსეთის ინტერესების გამტარებლებს ჩამოგითვლით და მერე თქვით, ვინ არის რუსეთუმე. 2008 წელს ომი რომ დაიწყო, 20% ვინ ჩააბარა? სტრატეგიული ობიექტები რუსებს ვინ ჩააბარა? რომან გოცირიძეს კითხეთ, რას ნიშნავს მაგ ობიექტების გადაცემა რუსებისთვის. ომიდან 2 წელში ვინ გაუხსნა უვიზო მიმოსვლა რუსებს და სხვა"- დასძინა ზარქუამ.