"ენგურს იქით საქართველოა" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
"ენგურს იქით საქართველოა" - ამ შინაარსის ბანერებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების პოლიტიკას აპრტოტესტებენ და ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთათვის 5-დღიანი კარანტინი ანტიკონსტიტუციურია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 7 აპრილს ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები ზუგდიდში შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ტრაგიკულად დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 5 დღიანი კარანტინისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ, რის გამოც ენგურის გზით შემოსვლა გადაწყვიტეს.