ბენზინზე ფასების გაპროტესტებისთვის დაკავებებულები სასამართლოდან ხელწერილით გაათავისუფლეს

29.03.22 17:53
ბენზინზე ფასების გაპროტესტებისთვის დაკავებებულები სასამართლოდან ხელწერილით გაათავისუფლეს

სოციალური პროტესტის მონაწილეები სასამართლო დარბაზიდან ხელმოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, რადგან მათ 48 საათიანი დაკავების ვადა ამოწურული ჰქონდათ.

ბენზინის ფასის გაპროტესტების გამო აქციაზე დაკავებული პირებმა სასამართლო პროცესზე ერთხმად აღნიშნეს, რომ კანონი არ დაურღვევიათ და მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა. 

ჩემი ძმა ჰყავდა დაკავებული პოლიციას, მივედი და ვიკითხე, რატომ დააკავეთ-მეთქი, გადავდგი თუ არა ერთი ნაბიჯი, პოლიციელმა ხელი წამავლო, ,,შენ რაღა გინდაო" და ძალიან ცუდი სიტყვა მითხრა. უკნიდან 2 კაცი მეცა და ჩამსვეს მანქანაში. - გაიხსენა დაკავების ამბავი ერთ-ერთმა აქტივისტმა.

,,საწვავი არის ძვირი, მთავრობა არის ვირი " - განაცხადა სასამართლოს წინ ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა. 

"შეამცირეთ ბენზინზე ფასები" - ამ მოთხოვნით 27 მარტს  თბილისის ცენტრში უამრავი მოქალაქე გამოვიდა.  პრემიერმა ღარიბაშვილმა საპროტესტო მსვლელობას ,,ნაციონალების" მიერ მართული უწოდა. 

სამართალდამცველებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს.