სკანდალი - „ოცნება“ პრეზიდენტს შიდა მიმწორის გასაჯაროებით ემუქრება

30.03.22 13:10
სკანდალი - „ოცნება“ პრეზიდენტს შიდა მიმწორის გასაჯაროებით ემუქრება

"ქართული ოცნება"  სალომე ზურაბიშვილს შიდა მიმწორის გასაჯაროებით ემუქრება- მმართველი პარტია იმ მიმოწერის გასაჯაროვებას აპირებს, რომლთაც  "ოცნების" მტკიცებით, სალომე ზურაბივლის ტყუილი დადასტურდება.

პრეზიდენტს მიმოწერის გასაჯაროვბით "ოცნება" მას შემდეგ დაემუქრა, რაც სალომე ზურაბშვილმა ღარიბაშვილის ხელისუფლება პირდაპირ უზრდელობაში დაადანაშაულა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ გასაჯაროვდეს შიდა მიმოწერა, სადაც მისი თქმით, დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს იმ დიპლომატების დამტკიცებაზე, რომელთა კანდიდატურაც მას ხელისუფლებამ  შესთავაზა.

არათუ არ დაინიშნენ და არათუ არ იმოქმედა პრეზიდენტის ამდინისტრაციამ, არამედ პასუხიც კი არ  დაუბრუნა, რომელიც არ ჯდება კონსტიტუციურ მოწესრიგებაში. გაუგებარია რას ისახავს მიზნად ასეტი არასწორი ინფორმაციის გავრცელება. სიმართლე მდგომარეობს ფაქტებში, ეს ფაქტი არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს შესაბამისი თარიღი და თუ იქამდე უნდა მივიდეთ,რომ  გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები არც ამას არ გამოვრიცხავ.

ძალიან კარგად უნდა იცოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ის კონსტიტუციური ჩარჩო, სადაც მათ უწევთ მოქმედება და და თუკი ისინი ამ ჩარჩოს აბიჯებენ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი", - ამბობს ოხანაშვილი

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.