მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება პოლონეთში? - დახურული შეხვედრა პარლამენტში

30.03.22 13:48
მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება პოლონეთში? - დახურული შეხვედრა პარლამენტში

მოხდება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეტაპირება პოლონეთში? - "პირველების" ინფორმაციით, თბილისში ოფიციალირი ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის განხილვის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათვაისუფლება  იყო. 

დახურულ შეხვედრაზე საკითხის  განხილვას "ოცნების" წერვრებთან ერთად,  ოპოზიციაც ესწრებოდა.

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ზბიგნევ რაუსთან დახურულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ესწრებოდა,  "ნაციონალური მოძრაობას" კი ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა წარმოადგენდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა "სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენელი, თეონა აქუბარდიაც. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველმა გუნდმა აღიარა, რომ შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განხილვის თემა სწორედ სააკაშვილი იყო, თუმცა გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ექსპრემიერის უცხოეთში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. 

პოლონეთის ხელისუფლების მაღალმა წარმომადგენელმა დაადასტურა პოზიტიური დამოკიდებულება ყველას მიმართ, მათ შორის სააკაშვილის მიმართ. თქვა, რომ საკითხები, რომელიც უკავშირდება სააკაშვილს, რომელიც უკავშირდება ნებისმიერ სხვა თემას, ეს შიდარესურსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 

შუამდგომლობა, შუამავლობა ან პოლონეთის როლის დაკავშირება, რომ სააკაშვილს კანონგარეშე დამოკიდსებულება ეკუთვნის, ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო"- განაცხადა ვოსკიმ. 

დიმიტრი სამხარაძის მტკიცებით, შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხი მხოლოდ ოპოზიციამ დააყენა. 

თინა ბოკუჩავას საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში უნდა მიიღოს სასამართლომ და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთლიანად პოლიტიკურ სპექტრ მეტი ერთიანობისთვის მუშაობისკენ მოგვიწოდა"- აღნიშნა დეპუტატმა. 

რაც შეეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", თინა ბოკუჩავა მმართველ გუნდს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უცხოელ მაღალჩინოსანთან შეხვედრის მთავარი თემა ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო. მისი თქმით,. "ოცნების" დეპუტატს მაღალი რანგის დიპლომატის სიტყვების არასწორი ციტირებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

დიახ, დავსვი პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, ახლა არის დრო, როცა პოლიტიკოსები უნდა ახდენდნენ კონსოლიდირებას. ამისკენ მოგვიწოდებს თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც. დიმიტრი სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც ციტირებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. პოლონეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი ყველა გამოწვევასთან მიმართებით, რომლის წინაშე საქართველო დგას, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხთან  მიმართებაში, მათი როლი რა თქმა უნდა ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც აქამდე იყო"- აღნიშნა ბოკუჩავამ. 

თეონა აქუბარდიას თქმით, დახურულ შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი ციხიდან გათავისუფლება პოლარიზებას შეასუსტებს. 

თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მნიშვნალოვანი ფიგურაა და შესაბამისად, მისი ციხიდან გათავისუფლება  იქნებოდა ნაბიჯი ერთობისკენ, რომელზეც ასევე იყო გაკეთებული აქცენტი, რომ ასეთ ვითარებაში, ქვეყნის შიგნით პოლარიზაცია არის დამღუპველი, როგორც საგარეო მისწარაფებებისთვის, ასევე საშინაო პოლიტიკისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს ქართულ კანონმდებლობას და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

არ ყოფილა არანაირ შუამავლობაზე საუბარი, ეს იყო პოზიციის დაფიქსირება, რომ მისი გათავისუფლება იქნებოდა კარგი პოლარიზების შემცირებისთვის" - თქვა აქუბარდიამ.