არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ - კობახიძე პრეზიდენტზე

30.03.22 13:20
არ გვინდოდა  ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ - კობახიძე პრეზიდენტზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, ელჩებთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბარს მმართველ გუნდში არ აპირებდნენ, თუმცა დაპირისპირება თავად პრეზიდენტმა დაიწყო.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი.

არ ვაპირებთ, პრეზიდენტს შევყვეთ კინკლაობის მცდელობაში. ფაქტები არის შემდეგი: გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან დაეგზავნა 3 წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირბეით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ, მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის წარდგინებასთან დაკავშირებით, ერთის გამოწვევის და ორის დანიშვნასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, არა თუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ, წერილობით წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი",

ეს არის ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებული. ელჩების დანიშვნა - გათავისუფლება არ არის რეალურად  მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. "ქართული ოცნება" უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ არ გვინდოდა  ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. ეს არის ჭუჭყი, როდესაც კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა და მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტიულება ამაზე საუბრის დაწყების", - ამბობს კობახიძე. 

"ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტ შორის დაპირისპირება გრძელდება - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს ზრდილობას უწუნებს და ამბობს, რომ "2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება".