შეძლებენ თუ არა აბაშიძე და მამალაძე ქვეყანაში დაბრუნებას? - "ოცნების" კანონპროექტს პარლამენტში ხმაური მოჰყვა

30.03.22 15:39
შეძლებენ თუ არა აბაშიძე და მამალაძე ქვეყანაში დაბრუნებას? - "ოცნების" კანონპროექტს პარლამენტში ხმაური მოჰყვა

ხმაური და  დაპირისპირება პარლამენტში - დეპუტატებს შორის ჩხუბი ამინისტიის კანონპეოქრტის განხილვას მოყვა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართულს ოცნებას"ყოფილი მაღალჩინოსენების ლევან მამლაძის, ასლან აბაშიძის და იგორ გიორგაძის დაბრუნება სურს.

ამნისტიის პროექტი, რომლიც მმართველმა პარტიამ დააინიცირა სწორედ შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობისგან გათვაისუფლებასაც ემსხურება. "ოცნების" კანონპროექტის თანახმად, ამნისტია 300-მდე ადამიანს შესაძლოა შეეხოს. 

რა საჭირო იყო, პანდემიასთან დაკავშირებულ კარგ ინიციატივას რომ მიაბით შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების ამნისტია და რუსეთიდან მათი აქ ჩამოყვანა?

182-ე მუხლი, რომელიც ამნისტიის პროექტში წერია, გულისხმობს მითვისება -გაფლანგვას, ამ მუხლით აქვს მისჯილი ასლან აბაშიზეს 9 წელი. ეს არის პოლიტიკური ნიშნით მიდგომა და მეორეს მხრივ, დიდი კორუფციული რისკები შესაძლებელია, იკვეთებოდეს. - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა უმრავლესობას. 

საპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესდა, კერძოდ ვის ეხება ამნისტიის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები.  

შესაძლოა, ვინმემ მისაყვედუროს, რომ რატომ გამოვიდა, მამლაძეზე გავრცელდა ამნისტია, დაე, გავრცელდეს, ჯანდაბა, მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი, ოღონდ იმ 300 კაცზე ნუ მათქმევინებთ უარს, ვისზეც შესაძლოა, პოტენციურად გავრცელდეს ამნისტია - განაცხადა სარჯველაძემ.

საყოველთაო ამნისტიის დამტკიცების შემთხვევაში გათავისუფლდება 300-მდე ადამიანი, ვისაც დანაშაული 2004 წლამდე ჰქონდა ჩადენილი, თუმცა, რა კატეგორიის დამნაშავებსა და ვისზეა საუბარი, ამას კანონპროექტის ავტორები არ ასაჯაროვებენ.