ახალი ვადის დაწესება კონსტიტუციური სასამართლოსთვის - ,,ლელოს" ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

30.03.22 15:52
ახალი ვადის დაწესება კონსტიტუციური სასამართლოსთვის - ,,ლელოს" ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

პარტია "ლელო" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის  გადაწყვეტილების გამოსატანად კონკრეტული ვადების დაწესებას მოითხოვს.

,,ლელოს" მიერ მომზადებული კანონპროექტით გადაწყვეტილების გამოსატანად კონსტიტუციურ სასამართლოს  ვადა 12  თვით განისაზღვრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს სჭირდება სერიოზული ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე. დღეს ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლო მართლა სასამართლოდ უნდა აქციოს. მოსმენების თაობაზე 2017 წელს განხილული საქმეზე, რომელიც დასრულებულია, დღემდე გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი. ჩვენი კანონპროექტით შეძღუდული იქნება ვადები. სასამართლო ერთი წლსი, მაქსიმუმ, წელიწადნახევრის განმავლობაში ვალდებული იქნება, განიხილოს კიდეც, ითათბიროს და გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს. ესა საჭიროება კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამართვის. - განაცხადა ბრიფინგზ დავით უსუფაშვილმა.

ექნება თუ არა ,,ლელოს" ახალ ინიციატივას მმართველი გუნდის დეპუტატების მხადაჭერა,  ჯერ უცნობია.