ალტ-ინფოს პარტიის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ

30.03.22 15:08
ალტ-ინფოს პარტიის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ

პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ვებგვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ - ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

"ახალი პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ვებგვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება.

ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა პრორუსულ დაჯგუფების ალტ-ინფოს წევრებმა დააფუძნეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.