ცხინვალის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

30.03.22 20:30
ცხინვალის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

ცხინვალის რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Сота-ს საშუალებით გახდა ცნობილი.

სააგენტოს ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, პირდაპირ აცხადებს, რომ გადადგამს იურიდიულ ნაბიჯებს ცხინვალის რუსეთთან მიერთებისთვის.

სააგენტო Сота-ს აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის მმართველმა პარტიამ, ,,ედინაია რასიამ", მიაწოდა. 

ბიბილოვის ამ განცხადებას წინ უძღოდა ცხინვალიდან უკრაინის მიმართულ;ებით შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის გადასროლა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიევის მიმართულებით 2000-მდე სამხედროა გადასროლილი.

ექსპერტების განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების შესახებ აქამდეც იყო საუბარი, მხოლოდ ვერსიის დონეზე, ახლა კი უკრაინასთან ომის ფონზე განცხადება, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, აშკარად საშიში ნაბიჯია.

 

მსგავსი სიახლეები