ანა ფოტიგა მიკერძოებულია, პოლიტიკური ინტერესი აქვს - ბექა დავითულიანის იერიში ევროპარლამენტარზე
ანა ფოტიგას მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელშიც ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ მოპყრობას ასახელებს. დავითულიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულია და ფოტიგა პოლიტიკურად მიკერძოებულია.
თუ ფოტიგა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, მე მას ვერ დავეთანხმები, ეს ნიშნავს, რომ ის აშკარად ან არასწორ ინფორმაციას ფლობს ან კიდევ არის უკიდურესად მიკერძოებული. როგორ უნდა ეუშალოს ხელი იმან რაც არ არსებობს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას მე არ მესმის. ეტყობა პოლიტიკური ინტერესი აქვს", - ამბობს ბექა დავითულიანი.