მოიხსნება თუ არა რამაზ ჯინჭარაძე მაჟორიტარობის კანდიდატობიდან - სასამართლო დღეს იმსჯელებს
მოიხსნება თუ არა რეგისტრაციიდან "ქარათული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე - ბათუმის საქალაქო სამსართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.
სახელისუფლებო კანდიდატის მოხსნას "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს. ოპოზიციამ სასამართლოს ის ჩანაწერები წარუდგინა, სადაც ადამიანები, რომლებიც ბათუმში ხმების მისაცემად გადაეწერნენ, ღიად ამბობენ, რომ "ოცნება" მათ ქალაქში ბინებს ჰპირდებოდა.
ოპოზიციამ დღეს ახალი მტკიცებულებებიც წარადგინა.
რამაზ ჯინჭარაძე იყო 2019 წლიდან ზუსტად აი, "ოცნების ქალაქში" ბინების განაწილების კომისიის წევრი. ეს არის მოსყიდვა, როდესაც შენ უფლებამოსილი ხარ, ხარ ამ კომისიის წევრი, საზოგაოდება გიცნობს როგორც ამ კომისიის წევრს, რომელიც ანაწილებ აქ უშუალოდ ბინებს და ამომრჩეველს ხვდები და ეუბნები, რომ შეიცვალე მისამართი და მე ბინას მოგცემ, ამ შემთხვევაში მას ეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, - განაცხადა ენმ- ს წევრმა მირდატ ქამადაემ.