უნდა ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად - დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე

31.03.22 13:15
უნდა ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად - დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მთავრობა რუსეთის რეაქციას ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ რუსეთის მხრიდან მომდინარე მაღალი რისკების გათვალისწინებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს. 

ჩვენ კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ სამწუხაროდ, ამ მიმართულებიებიდან. ეს არ არის პირველი განცხადება ბიბილოვის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან. რუსეთის რეაქციაც ამ ნაბიჯზე იქნება მესიჯი ჩვენს მიმართ, რომელსაც აუცილებლად თავის მხრივ, ბიბილოვის განცხადებასაც და ამ რუსეთის რეაქციასაც მოჰყვება საპასუხო რეაქცია ჩვენი მხრიდან იმ შესაძლებლობებით, რაც დღეს საქართველოს გააჩნია, უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსით და ამავდროულად, გავითვალისწინოთ ის უსაფრთხოების მაღალი რისკები და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად, - განაცხადა დავითულიანმა.