ეს არის პუტინის პასუხი ხელისუფლების ე.წ. რბილ რიტორიკაზე - გიორგი ვაშაძე ცხინვალის ანექსიაზე
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხს ეხმიანება და "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების მიერთებისკენ ღარიბაშვილის მთავრობის მხდალმა პოლიტიკამ უბიძგა.
ეს არის პასუხი რუსეთის ფედერაციის და პირადად პუტინის მხრიდან ხელისუფლების ე.წ. რბილი რიტორიკის და გაუგებარი პოზიციის, რაც აქვს უკრაინათან დაკავშირებით მაგალითად... დღეს გადის წითელი ხაზი: ან ხარ დასავლური სამყაროს მხარეს, ან რუსეთის მხარეს. თქვენი მხდალი პოლიტიკის საპასუხოდ რუსეთი გპასუხობთ აი, ამას, რომ აპირებს საქართველოს ტერიტორიების მიერთებას. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმ არასწორი ნაბიჯების შედეგი, რომელიც თვქნ გადადგით, - თქვა ვაშაძემ.
ცხინვალის რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Сота-ს საშუალებით გახდა ცნობილი. სააგენტო Сота-ს აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის მმართველმა პარტიამ, ,,ედინაია რასიამ", მიაწოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, პირდაპირ აცხადებს, რომ გადადგამს იურიდიულ ნაბიჯებს ცხინვალის რუსეთთან მიერთებისთვის.
მალევე ცხინვალის ანექსიისთვის მზადყოფნა რუსეთის სათათბირომაც გამოაცხადა და ამ მიმართულებით პროცესების დაწყება დააანონსა.