მკლავჭიდელები წულუკიანის წინააღმდეგ - სოსო ჯაჭვლიანი ყოფილ თანაგუნდელს ვალდებულების შესრულებას სთხოვს
"ქართული ოცნების" ვეტერანი წევრი სოსო ჯაჭვლიანი მის ყოფილ თანაგუნდელს ვალდებულებების შერულებას სთხოვს. ამ წუთებში მკლავჭიდელები და სოსო ჯაჭვლიანი კულტურის სამინისტროში არიან შეკრებილები და მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილე, სოსო გიორგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
სოსო ჯაჭვლიანი კულტურის სამინისტროსგან იმ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, რომელიც საქართველომ მკლავჭიდში ჩემპიონატის ჩასატარებლად აიღო. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოდან სპორტსმენები ასპარეზობისთვის საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ სამინისტრომ სპორტსმენები გადააგდო.
სოსო გიორგაძე ელაპარაკება ჩემ მენეჯერს, რომ თითქოს მე არამიზნობრივად განვკარგავ თანხებს, მესამე თვეა დარაბზის ფულს ვერ ვიხდი. ჩამოვიდეს სოსო გიორგაძე ეხლა, აქ არიან სპორტსმენები და მწვრთნელები.ვიღაცა ხომ უნდა იყოს დმანაშავე მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩაიშალა", - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.