ხმაური კანცელარიასთან - პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები მოპარა (ვიდეო)

10.04.21 17:10
ხმაური კანცელარიასთან - პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები მოპარა (ვიდეო)

ხმაური კანცელარიასთან -  პოლიციამ აქციის მონაწილეების 2 ცალი კარავი მოიპარა. კოვიდშეზღუდვებისგან დაზარალებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით შეიკრიბნენ და კარვების გაშლას აპირებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა პროტესტი გაგრძელდება და "კომენდანტის საათს" დაარღვევენ.

პოლიციის მიერ კარვის გატაცების ფაქტზე, აქციის მონაწილეებმა ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს.