დაკარგული ედემი - რაში დახარჯა ლევან გაჩეჩილაძემ სახელმწიფოს მიცემული 7 მილიონი

10.04.21 21:03
დაკარგული ედემი - რაში დახარჯა ლევან გაჩეჩილაძემ სახელმწიფოს მიცემული 7 მილიონი

2017 წელს ლევან გაჩეჩილაძემ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი მიიღო. "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასაჯაროვებული დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ თანხების დიდი ნაწილი გაფლანგულია და რეალურად ღვინის ბიზნესს საერთოდ არ მოხმარდა.ამ 7 მილიონიდან ლევან გაჩეჩილაძემ საოფისე ინვენტარიც იყიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ "გლობალ ბრენდს" ოფისი არასოდეს ჰქონია. მისამართზე, რომელზეც ავეჯი იგზავნებოდა სინამდვილეში  საავადმყოფო მდებარეობს. 

ღვინის "გლობალ ბრენდი" სახელმწიფოს, კერძოდ, საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, თუმცა კომპანიას ლევან გაჩეჩილაძე მართავს. კომპანიის მიზანს ქართული ღვინის ექსპორტზე  აშშ-ს ბაზარზე გატანა წარმოადგენდა.

7 მილიონი ლარის აღებიდან 4  წლის თავზე კომპანიის დირექტორი ტარიელ ჩიჩუა ამბობს, რომ ჯერ მოგებაზე საუბარიც არაა.

7 მილიონი ლარი არაფერი არ არის, ეს არის ზღვაში წვეთი, სასაცილოც არაა ამერიკული ბაზრისთვის," - ამბობს კომპანიის დირექტორი.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ წლების მანძილზე, აშშ-ში ექსპორტზე მხოლოდ 26 ათასი ბოთლი ღვინო  გაიტანეს. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რამდენია გაყიდული. ღვინო 1 შტატის მხოლოდ  4 სავაჭრო ცენტრში იყიდება.