არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს - ნედ პრაისი
აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ვგმობთ საქართველოს ნაწილების რუსეთის მიმდინარე ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია. შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები საქართველოსთან, დააბრუნოს ძალები კონფლიქტის წინა პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობებს, არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, საქართველოს ნაწილის, სამხრეთ ოსეთის მომავალი. არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- აღნიშნა ნედ პრაისმა.