როდესაც გაიზრდება და ასაკი მოემატება, მიხვდება როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ - კახაძე ზელენსკიზე
ქართული ოცნების დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ - ლადო კახაძე ვოლოდიმერ ზელენსკის გამოცდილებას უწუნებს. საქმე ეზება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიციის გამო" უკრაინის ელჩი ქვეყნიდან გაიწვიეს.
როდესაც ის გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ. ხელისუფალს ამ წუთას, იმ მილიონ ადამიანთან ერთად, რომელსაც ხმა აქვს მიცემული, გადაგვიარა. არ მინდა ახლა შეფასებით ნაწილში შევიდე, წამომცდა და ბოდიში მაყურებელს, ბოდიში უკრაინელებს,- თქვა დეპუტატმა ჯორჯიან თაიმსის ეთერში.