ბელგოროდში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ - რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

01.04.22 13:00
ბელგოროდში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ - რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

ბელგოროდში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ - რუსეთი ავიაიერშში უკრაინას ადანაშაულებს. ოფიციალური ინფორმაციით,  ნავთობტერმინალში 8 რეზერვუარი იწვის - ადგილზე 194 მაშველი და 59 ერთეული ტექნიკა მუშაობს. 

ოლქის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა ქალაქში მდებარე ნავთობის ტერმინალზე მიიტანეს იერიში. მისივე განცხადებით, ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ. 

ბელგოროდის გუბერნატორი ამბობს, რომ ნავთობტერმინალის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია. 

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთმა საკუთარი ნავთობბაზა თავად დაბომბა რომ შემდეგ უკრაინისთვის დაებრალებინა. 

 

მსგავსი სიახლეები