ხელისუფლების გაჩუმების და თავის არიდების პოლიტიკა ჩვენთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს - ბათუ ქუთელია
ფაქტი, რომ ცხინვალი დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა, მმართველ პარტიას დამშვიდების საშუალებას არ უნდა აძლევდეს - მიაჩნიათ ოპოზიციაში. ოპონენტები აცხადებენ, რომ რუსეთი თავის გეგმას მიჰყვება და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა კრემლის მიზნებს ხელს უწყობს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არათუ შესაბამის განცხადებებს უნდა აკეთებდეს, არამედ, მუდმივ კოორდინაციაში უნდა იყოს დასავლეთთან, რათა უკრაინასთან ერთად საქართველოს შესახებაც იყოს სათანადო ყურადღება გამახვილებული.
ჩვენ უნდა ვითხოვდეთ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია უნდა იყოს მიზეზი იმ სანქციების, რაც უწესდება რუსეთს.
სამწუხაროდ, ეს გაჩუმების და თავის არიდების პოლიტიკა ჩვენთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება უკრაინასთან დაპირისპირებაში და დაიწყება ახალი მსოფლიო წესრიგის აწყობადა ყველა ის ქვეყანა, ვინც რუსეთის საზღვარზე საფრთხის ქვეშ არის, მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს.
სამწუხაროდ, საქართველო ამ დაპირისპირებაში შესაძლოა, ისტორიიის არასწორ მხარეს აღმოჩნდეს- აცხადებს ,,დროას" ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია.
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, 2 დღის წინ განაცხადა, რომ აქტიურად განიხილავს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს და ამ თემაზე რეფერენდუმის მოწყობას აპირებენ.