იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის "რეფერენდუმი" უბრალოდ მუქარა ჰგონია - სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

01.04.22 14:39
იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის "რეფერენდუმი" უბრალოდ მუქარა ჰგონია - სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება - საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის ახალ მიმართვაში კრემლისგან მომავალი ახალი საფრთხეების შესახებ საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმი მხოლოდ პროვოკაცია და მუქარა არ არის და ეს მხედველობასი უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ.

ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ. ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის "რეფერენდუმი" უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია გონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში. 
ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად "ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. არადა, ყველაფერი მიუთითებდა, განსაკუთრებით ბორდერიზაცია, რომ ეს მზადდებოდა. 
რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას. 2008 წლის მერე რუსეთმა წაიღო იმაზე მეტი ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე, ვიდრე მანამდე აკონტროლებდა. ასევე, რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამათ კი 50 ათასი რუსი შემოუშვეს. 
ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა ამ მთავრობის შესაცვლელად, რათა განსაცდელს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობით შევხვდეთ
- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები