დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღეც მოგილოცოთ - მდინარაძე ჟურნალისტებს

01.04.22 15:00
 დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღეც მოგილოცოთ - მდინარაძე ჟურნალისტებს

მამუკა მდინარაძე ხუმრობის ხასიათზეა: "დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ" - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს. 

მანამდე კი მან მედიას მიმართა, "ნუ აყვებიან ნაცმოძრაობას და ნუ გახდებიან  ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები".

ისტორიას დარჩება, რომ ჰიბრიდული ომი საქართველოში მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად. ყველას გთხოვთ, მათ შორის, ოპოზიციას, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აყოლილია ნაცმოძრაობას, ნაცმოძრაობის ტელევიზიებს, რომ ნუ გახდებით ამ ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები, რისი ნიშნები არის.

საქართველოში ჩვეულებრივი ომია, ჰიბრიდული ომი, ცივი ომი და ეს, სამწუხაროდ, მიმდინარეობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის კვალდაკვალ უკრაინაში, შესაბამისად ამ ომის ჯარისკაცები არავინ არ უნდა გახდეთ, რაც არ უნდა პროპაგანდა მიდიოდეს შიდა ნიუსრუმებში... 

მოგიწოდებთ, რომ ნუ გახდებით ჰიბრიდული ომის ნაწილი და ჯარისკაცები საქართველოს წინააღმდეგ.

რაც შეეხება ხუმრობით, დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ" - თქვა ვმდინარაძე. 

 

მსგავსი სიახლეები