სააკაშვილს უკრაინაში ომის მოლოდინი ჰქონდა და გამოასწრო - მდინარაძე
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კვლავინდებურად იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანია ქვეყანაში ომი დაიწყოს. მეტიც მდინარაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილს უკრაინაში ომის დაწყების მოლოდინი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში.
დღეს დადასტურდა, მისივე თქმით, "ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ეს მომენტი დადგა". რა მომენტზე საუბრობდა?.. დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება და გამოასწრო უკრაინიდან და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო.
საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლოა, გადაზრდილიყო მაგალითად იმაში, რასაც ჩვენ გავერიდეთ და არ დავუშვით. ბუნებრივია, რომ მან რაღაცას გამოასწრო უკრაინიდან იმიტომ, რომ 8 წელი "გვპირდებოდა" ჩამოსვლას და ერთხელ არ ჩამოსულა. საპარალამენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი არჩევნები იყო? რატომ ვერ გაბედა მაშინ ჩამოსვლა და რატომ მაინცდამაინც ახლა, ამ მოვლენების წინ, საზოგადოებამ გადაწყვიტოს", - თქვა მდინარეაძემ.