ეს მორიგი საარჩევნო ტყუილია, ვერავინ მიხვდება, ვის მიეცით ხმა - გიორგი კირთაძე
,,ნაცმოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ლიდერი, გიორგი კირთაძე, აცხადებს, რომ ერთადერთი დადებითი, რაც შუალედურ არჩევნებს გააჩნია, არის ელექტრონულად ხმის მიხცემა, რომლის დროსაც პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ეს არის მორიგი ტყუილი და პროვოკაცია, რასაც ,,ქართული ოცნება" აკეთებს. თუკი ამ არჩევნებს რამე დადებითი შეიძლება, მოვუძებნოთ, ეს არის ელექტრონული არჩევნები. ერთადერთი რამ, რაც ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კონფიდენციალობა ამ არჩევნებში ნამდვილად არის დაცული. ვერავინ მიხვდება, ვინ ვის მისცა ხმა. - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ხვალ ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები იმართება. ადგილობრივების ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამომრჩევლებს ებნებიან, რომ ხმის მიცემის პროცესის ელექტრონულად წარმართვის პროცესში მათ შეუძლიათ ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც მმართველი პარტიის კანდიდატს, ჯინჭარაძეს, ხმას არ მისცემს.