ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.
ბათუმში საკრებულოს ახალი წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები არიან "ქართული ოცნებიდან" რამაზ ჯინჭარაძე და "ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე.
რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რადგანაც დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რუსთავის მერი გახდა. "ქართული ოცნებიიდან" კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილია, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას, თავისი კანდიდატურა დაასახელა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელსაც მხარს პარტია უჭერდა მხარს. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ომის პირობებში საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებდა დკანდიდატურა მოხსნა.