ვითარება გონიოში - "ოცნებამ" საარჩევნო უბანთან ე.წ. ძველი ბიჭები მოაბილიზა
გონიოს საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" დამხმარე ძალა, ე.წ. ძველი ბიჭები გამოჩნდნენ.ისინი 91-ე საარჩევნო უბანთან არიან შეკრებილი და სავარაუდოდ, ამომრჩევლის კონტროლს ცდილობენ. "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, რა დავალება ჰქონდათ მათ საარჩევნო უბნებთან, ისინი აგრესიით პასუხობენ და იგინებიან.სამართალდამცავებს ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია.
რაც შეეხება 89-ე საარჩევნო უბანს, ეს ის უბანია, სადაც 400-ზე მეტი ამომრჩეველი გადაეწერა "ქართული ოცნების" კონკრეტული დაპირებების სანაცვლოდ, რისი მტკიცებულებაც "პირველებმა" მოიპოვა.ოპოზიცია ამბობს, რომ დღეს ბათუმში, სადაც ტოტალური მოსყიდვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.