არჩევნები არაკონკურენტულ გარემოში - რუსთავში ამომრჩეველი ხმას აძლევს

02.04.22 11:13
არჩევნები არაკონკურენტულ გარემოში - რუსთავში ამომრჩეველი ხმას აძლევს

რუსთავის და გარდაბნის 10 სოფელში არჩევნები მიმდინარეობს. უბნები ზუსტად 8:00 საათზე გაიხსნა. ცესკოს- მონაცემებით, უბნებზე რაიმე დარღვევა ამ დროისთვის არ გამოვლენილა. "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი დაასახელა, მან ხმა უკვე მისცა რუსთავში.მისი კონკურენტები პარტია "სოციალური სამართლიანობიდან"  მამუკა ტუსკაძე და კამალ მურადხანოვი, პარტია "საქართველოს ერთობიდან" არიან. ამომრჩევლების თქმით, გარემო "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის არაკონკურენტულია, რადგან სხვა კანდიდატებს არ იცნობენ. 

რაც შეეხება ოპოზიციას, თავისი კანდიდატურა დაასახელა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელსაც მხარს პარტია უჭერდა მხარს. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ომის პირობებში საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებდადა  კანდიდატურა მოხსნა. კამპანიისთვის გათვალისწინებული ფულით ჯაფარიძე უკრაინას დაეხმარა. 

 

მსგავსი სიახლეები