ამომრჩევლის ნების ტოტალური კონტროლი - ბათუმის საარჩევნო უბნებზე "ოცნების" აგიტატორების მობილიზებაა
ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აგიტატორების დიდი მობილიზებაა. აგიტატორები "ტვ პირველთან" არ მალავენ, რომ ისინი, ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ.
აგიტატორები პირდაპირ საარჩევნო უბნებთან დისტანციის სრული დარვევით დგანან და ტრადიციული სამაგიდო სიებით ხელში სათითაოდ ინიშნავენ ვინ მივიდა არჩევნებზე. "ტვ პირველის" კამერმამ სარჩევნო უბენებთან ადამიანების ორაგანიზებულად მიყვანის ფაქტებიც გადაიღო. ხალხი არც მალავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მიკროავტობუსებით მიიყვანეს.
ჩემი მეზობლების სია მაქვს, მოვიდნენ და მოვლენ. ყველა არ მოსულა", - ამბობს "ოცნების" აგიტატორი.
ბათუმის 90-ე საარჩევნო უბანთან ასევე ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტიც დაფიქსირდა. მამაკაცს ტალონი ხმის მიცემის შემდეგ 10 ლიტრიანი ბენზინის ტალონი გადასცეს.