კომისიის წევრი ჩართულია "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში - ენმ საარჩევნო დარღვევებზე

02.04.22 13:11
კომისიის წევრი ჩართულია "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში - ენმ საარჩევნო დარღვევებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებს "ოცნების" სასარგებლოდ  აგიტაციაში და უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ქადამაძის თქმით, საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის მიერ დანიშნული  კომისიის წევრი ამომრჩევლებს აღრიცხავს.

92-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, მზია დავითაძე აღნიშნავს მოსულ ამომრჩევლებს და ადგენს სიას და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. კომისიის წევრი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალი  და სამართლიანი ჩატარება ჩართულია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში", - თქვა მირდატ ქადამაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - "ნაციონალური მოძრაობიდან"  მათე ფუტკარაძე და "ქართული ოცნებიდან" რამაზ ჯინჭარაძე .

მსგავსი სიახლეები