ე.წ. ძველი ბიჭები ამომრჩეველზე ზემოქმედებას ცდილობენ - კირთაძე საარჩევნო დარღვევებზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს, კირთაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მმართველ პარტიას "ძველი ბიჭები" ჰყავს მობილიზებული, რომლებიც ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლა განახორციელონ.
ახალი არ არის, ამას "ქართული ოცნება" ყველა არჩევნებზე აკეთებს. ე.წ. ძველი ბიჭები ცდილობენ ზემოქმედებას ამომრჩეველზე და ამ დროს პოლიცია არის წყნარად, ჩვენი წარმომადგენლებიც არიან ეზოში და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამომრჩეველს მივცეთ საშუალება თავისუფლად გამოხატოს ნება და არ მივცეთ "ქართული ოცნების" ზონდერ ჯგუფებს ხელის შეშლის საშუალება.
"ქართული ოცნება" ცდება, ისინი ვერ შეაშინებენ იმ ამომრჩეველს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ღირსებამ უნდა გაიმარჯვოს ბათუმში", - ამბობს გიორგი კირთაძე.