ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - საარჩევნო უბანზე პოლიციაა მობილიზებული

02.04.22 15:01
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში -  საარჩევნო უბანზე პოლიციაა მობილიზებული

ბათუმის 78-ე უბანზე ხმაურია.  ხმაური და დაპირისპირება "ქართული ოცნების" მაშველ რგოლსა და ოპოზიციას შორის მოხდა. ჩხუბი ადგილზე მირკოავტუსებით ხალხის მობილიზებამ გამოიწვია.არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ადგილზე პოლიცია გამოიძახა. 

"ქართული ოცნების" აგიტატორების მთელი არმია 78-ე უბანზეა მობილიზებული და ვერც ერთი ამომრჩეველი მათი კონტროლის გარეშე ხმის მისაცემად ვერ შედის.

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - "ნაციონალური მოძრაობიდან"  მათე ფუტკარაძე და "ქართული ოცნებიდან" რამაზ ჯინჭარაძე

მსგავსი სიახლეები