სააკაშვილის საქმეზე იყო ყალბი სამედიცინო დასკვნები, გამოიგონეს ტერმინი "ფარმაკოლოგიური წამება" - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არანაირი უკანონო მოპყრობა არ განხორციელებულა.
ხდება საკითხების მანიპულაცია, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავით, რომ იყო ყალბი სამედიცინო დასკვნები, გამოიგონეს ტერმინი ფარმაკოლოგიური წამება და ა.შ. ვრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაციული და ყალბი კამპანია, რომელსაც სამწუხაროდ, სხვადასხვა ორგანიზაციები აწარმოებენ, რომლის რეპუტაციაც სწორედ ასეთი საქმეებით არის ცნობილი, რომ ისინი აყალბებენ სამედიცინო დასკვნებს", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.