ექსკლუზივი: მსოფლიოში N1 სნაიპერი, რომელიც უკრაინაში რუსეთს ებრძვის - ინტერვიუ კანადელ სნაიპირთან ფრონტის ხაზიდან
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - ინტერვიუ კანადელ სნაიპირთან პირდაპირ რუსეთ უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან. ყველა ცხელწერტილ გამოვლილი სნაიპერი, "ვალი" "ტვ პირველის" ეთერში ყვება, ცეცხლის ალში გახვეული ქვეყნის და იმის შესახებ, როგორ დაამსხვრიეს უკრაინელებმა რუსეთის უძლეველობის მითი.
"ვალი" მსოფლიოში #1 სნაიპერი და კანადის 22-ე პოლკის ვეტერანია. მან წამოუდგენელი სიშორიდანნ მოკლა ტერორისტი და იქცა სამხედრო ლეგენდად. ის უკრაინაში 1 მარტს მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოელებს დახმარებისკენ მოუწოდა.
მე შემიძლია შორს სროლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე შემიძლია მოვიქცე ბრძოლის ველზე. უმჯობესია, მიუახლოვდე და ისე ესროლო სამიზნეს. ეს გოლფის თამაშივითაა - უნდა დაუმიზნო და ჯობია, ეს შედარებით ახლო დისტანციაზე გააკეთო, რომ კარგად გამოგივიდეს. ცოტა იღბალიც გჭირდება"- ყვება "ვალი" "შაბათის ეთერთან.
გამოცდილი ჯარისკაცის ლიკვიდაცია რუსეთის პირველი მიზანია, ის სამიზნეს სამ კილომეტრშიც ანეიტრალებს. რუსეთმა მისი ლიკვიდაცია ხან მარიუპოლში ხან კიევში არაერთხელ იზეიმა თუმცა ტყუილად. ირკვევა, რომ რუსმა სამხედრომ მიზანს ააცილა!
ძალიან ფრთხილად ვიყავი რომ არაფერი ამემოძრავებინა. უმისამართო სროლა დაიწყეს. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დაშავდა, მაგრამ მე არა, რადგან ადგილი შევიცვალე. ჩემი სიცოცხლე ამ მომენტმა გადაარჩინა"- აღნიშნავს მსოფლიოს უძლიერესი სნაიპერი.
მისი თქმით, მითი რუსული ჯარი დემოტივირებილი და დემორალიზებულია.
ვფიქრობ, რომ არ არიან ისეთი კარგები რუსები როგორიც მეგონა. არ იციან სად ხარ, საიდან უთვალთვალებ და მაინც ისვრიან. ფიქრობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ყველგან არიან და უბრალოდ ისვრიან ყველგან. ყველა შენობას ესვრიან. ცოტა არ იყოს ძალიან მარტივად მოქმედებენ. აქ სხვადასხვა ტიპის იარაღებია - პატარები საშუალო, დიდები. აი, ეს საშუალო ზომისაა, მაგრამ საკმაოდ მძიმეა. ამან შეიძლება კედელშიც გაიაროს. ასეთ საბრძოლო იარაღებს დიდი რაოდენობით ისვრიან. აი, ასე ჰაერში დაქრის ეს რაღაცები"- ამბობს ცნობილი სნაიპერი.
რა უნდა კანადელ სნაიპერს რუსეთ უკრაინის ომში?
ვიდრე იარაღს ხელში აიღებდა, ჰქონდა ყველაფერი მშვიდი ცხოვრებისთვის, დატოვა ოჯახი, მეუღლე და შვილი - ამბობს, რომ ამის ახსნა რთულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმის, რომ ომი თუ არ გააჩერე ის ხვალ სხვაგანაც მივა.
"ვალი" სნაიპერის მეტსახელია. რაც არაბულად ითარგმნება როგორც "მფარველი", ან "მცველი". მან საყოველთაო აღიარება ავღანეთში, სირიასა და ერაყში გამოჩენილი მამაცობის გამო მოიპოვა. ის ორჯერ მსახურობდა ავღანეთის ომში. მას მსოფლიოში ყველაზე დიდი მანძილიდან მკლვლობის რეკორდი აქვს მოხსნილი. კერძოდ, 2017 წლის ივნისში, ერაყში, ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტს 3540 მეტრის მანძილიდან ესროლა.