ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს - ცესკო
ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნებულია - ცენტრალურმა საარჩევნო კომისის მიერ საპილოტე სისტემით 14-ვე უბანზე დათვლილი შედეგებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ – 69%.
ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მათე ფუტკარაძემ 3233 ხმა, ხოლო რამაზ ჯინჭარაძემ 7190 ხმა მიიღო.
20:00 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობამ 51.3% შეადგინა.