საქართველოს მთავრობა უკრაინასთან მიმართებით სამარცხვინოდ იქცევა - ეკა გიგაური
საქართველოს მთავრობა სამარცხვინოდ იქცევა - ასე აფასებს "საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინასთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას.
"ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა"- თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი პროცესების შეფასებისას.
გიგაურის თქმით, ხელისუფლების დუმილის ფონზე, საქართფველო სამოქლაქო საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს და სოლიდარობა გამოუცხადოს უკრაინას, მათ შორის მოქალაქეებმა უნდა გამოაცხადონ გლოვის დღე.
ძალიან რთულია, ამ ყველაფრის ატანა, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ, რომ ეს არის თითქოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი. აქ საუბარია, გარკვეული ვალდებულებებზე, რომელიც ალბათ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს რუსეთთან მიმართებაში, რადგან გადაწყვეტილებები, რომელსაც ისინი იღებენ და როგორც იქცევიან, მართლაც არაფერში ჯდება.
სულაც არ გვჭირდება, რომ დღეს რამე გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობამ. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ გლოვის დღე და ვიგლოვოთ ადამიანები, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს. სხვა გზა არ არის, ამ ქვეყანაში სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ"- თქვა "ტვ პირველთან" ეკა გიგაურმა.
საქართველოს მთავრობა ბუჩაში დადასტურებული გენოციდის ფინზე, ქვეყანაში გლოვის დღეს არ აცხადებს. ცნობილია, რომ მოლოდოვაც არ უერთდდება რუსეთისთვის დაკისრებულ სანქიცრბს, თუმცა იქ გლოვის დღე გამოცხადდა.
რუსეთის სიმხეცე - ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 350-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი დაკრძალეს. ქალაქის სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან 20-მდე მისამართი ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.