კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - სალომე ზურაბიშვილი ბუჩას ტრაგედიაზე
"კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ბუჩას ქუჩებში დატრიალებულ კატასტროფას. სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე წერს, რომ უკრაინა არ დამარცხდება.
ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩის ხოცვა-ჟლ-ეტა არსებობს. მაგრამ აქ არის, ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათვაისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის, ახლა ცხედრებს სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.