"განადგურებულნი ვართ სასტიკი, ველური სცენებით" - საქართველოს საგარეო უწყება ბუჩაზე

04.04.22 12:01
"განადგურებულნი ვართ სასტიკი, ველური სცენებით" - საქართველოს საგარეო უწყება ბუჩაზე

ყველას, ვინც ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროსს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ბუჩაში ადამიანების მკვლელობას გმობს. 

ჩვენ განადგურებულნი ვართ სასტიკი, ველური სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს! ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციაში.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათვაისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის, ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.

 

მსგავსი სიახლეები