"არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი" - გიორგი გახარია ბუჩაში ოკუპანტების სისასტიკეზე
ომის დანაშაულების ჩადენისთვის დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ბუცაში ოკუაპნტების სისასტიკეს. გიორგი გახარია ტვიტერზე წერს, რომ მომხდარით შოკირებულია.
შოკირებული ვარ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი მკვლელობებით. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი ამ საშინელი ომის დანაშაულებისა და არაადამიანობის გამო, — წერს გახარია.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათვაისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის, ახლა ცხედრებს სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.