კრემლის პროპაგანდისტი, სასარგებლო იდიოტი, რუსეთის გულშემატკივარი - ოპოზიცია პრემიერის წინააღმდეგ
"სახეზეა სახელწმიფოს ინტერესების დაზიანება! იმის იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება საქართველოს დეოკუპაციას ითხოვდეს, ოკუპანტს გულშემატკიცვრობს და არ გაღიაზიენბის პოლიციტიკას ატარებს" - ხელისუფლების პირველი პირების მიერ უკრაინაში მიმდინარე გენოციდის თემაზე გაკეთებულ განცხადებებზე ქვეყანაში ვნებათაღელვა არ ცხრება.
"ღარიბაშვილი რუსეთის მარბიელი რაზმის, მეთაურის მსგავს განცხადებებს აკეთებს"- ამბობს "ტვ პირველთან" "ლელოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლების პირველი პირი "დასჯაზე" საუბრობს.
ღარიბაშვილმა ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ უკრაინის მიერ თავისუფლებისთვის გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლს, არამედ მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართულ ისტორიას"- ამბობს პარლამენტის წევრი.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ღარიბაშვილი ცდილობს "სიმხდალე და სილაჩრე სახელმწიფო იდეოლოგიად აქციოს"
როცა არ გამოყოფ აგრესორსა და მსხვერპლს, ტოლობას სვამ, პასუხისმგებლობას აკისრებ მსხვერპლს, ან სასარგებლო იდიოტი ხარ ან მიზანმიმრთული ვირეშმაკი"- განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა.
"ნაციონალურ მოძრაობის" შეფასებით, ქვეყნის პირველი პირის ყველა გამოსვლით დასტურდება, რომ "საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთს გულშემატკივრობს".
ირაკლი ღარიბაშვილი კრემლის პროპაგანდისტივით საუბრობს, ის წარმოადგენს რუსულ ინტერესებს მას სურს პუტინის გამარჯვება იმ ცივილიზაციურ ომში, სადაც უკრაინა და ცივილიზებული სამყარო რუსეთს უპირუისპირდებიან"- აღნიშნავს ნუგზარ წიკლაური.
ღარიბაშვილს სკანდალური განცხადების გამო აკრიტიკებენ ექსპრემიერ გახარიას გუნდშიც. "უკრაინა კი არ ისჯება, ის გარაცჩენისთვის იბრძვის" თქვა კახაბერ ქემოკლიძემ პრემიერის განცხადების საპასუხოდ. მისი თქმით, ღარიბაშვილის გზავნილი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის ძირისგამომთხრელია.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ნებსით თუ უნებლიედ გვითხრა ის, რომ სახელმწიფო საქართველომ საკუთარი ისტორიული იდენტობისთვის არ უნდა იბრძოლოს. უკრაინა კი არ ისჯება, ის გადარჩენისთვის, დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის, როგორც ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური ერი. ის თავს საკუთარ ტერიტორიაზე იცავს"-განაცხადა ქემოკლიძემ.
"ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა"- განაცხადა გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.