არც ერთი სიტყვა უკრაინაში ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებაზე - პრემიერმა დღეს მხოლოდ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაზე გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, დღეს დუმილი ამჯობინა. მთავრობის მეთაურს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე დადასტურებულ გენოციდზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ღარიბაშვილი დუმს ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებაზეც.
ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მხოლოდ სამთავრობო ცვლილებების გასახმოვანებლად გამოვიდა. მოხსნა საგარეო საქმთა მინისტრი. პრემიერმა დავით ზალკალიანი აშშ-ში საქრთველოს ელჩად გაამწესა, მის ადგილზე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი, დანიშნა.