ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომ უკრაინა "იჩაგრება" და"ისჯება", შალვა პაპუაშვილიც ეთანხმება

04.04.22 13:26
ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომ უკრაინა "იჩაგრება" და"ისჯება", შალვა პაპუაშვილიც ეთანხმება

სკანდალი გრძელდება - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მოსაზრებას, რომ უკრაინა "იჩაგრება" და"ისჯება", პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც, ეთანხმება, მეტიც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი მთავრობის მეთაურის შეფასებას სრულად იზიარებს.

"არამხოლოდ უკრაინა, არამედ ქართველი ხალხი ისჯება" - თქვა დღეს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა.

არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს, გაწევრიანდეს ევროკავშირში, ნატო- ში, დასაჯოს ამ თავისუფლების მოყვარულობისთვის. ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მე ამ სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც რა თქმა, უნდა ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა"- თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი პროცესების შეფასებისას.

მსგავსი სიახლეები