პრემიერის განცხადებებში უკრაინის მიმართ ემპათია არ იკითხება - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, უკრაინასთან მიმართებით რიტორიკა შეცვალოს და შესაბამისობაში მოვიდეს ქართველი ხალხის განწყობასთან.
ნინო ლომჯარიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და რიგი თანამდებობის პირების განცხადებებში ემპათია არ იკითხება და ამას საზოგადოება კარგად გრძნობს:
რისი გამოჩენის და დაფიქსირების მორალური ვალდებულებაც გვაქვს, ეს არის სულ მცირე ემპათია უკრაინელი ხალხის მიმართ და იმ მოვლენების მიმართ, რაც იქ არის.
ჩვენ, ქართველები, ძალიან კარგად ვხედავთ და ვამჩნევთ, რა დგას ხოლმე ამა თუ იმ განცხადებების უკან და ეს ემპათია, გულწრფელი თანაგრძნობა, პრემიერისა და ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებების თუ ქმედებებში არ იკითხება. ვფიქრობ, რომ მან უნდა შეცვალოს ეს რიტორიკა და შესაბამისობაში მოვიდეს ქართველი ხალხის განწყობებთან - განაცხადა ლომჯარიამ.