ზალკალიანს სავარაუდოდ, გარკვეული ჭმუნვები - ხაბეიშვილი სამთავრობი ცვლილებებზე
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ზალკალიანს მმართველ გუნდთან საგარეო ვექტორთან დაკავშირებთ გარკვეული შეუსაბამობა ჰქონდა და სწორედ ამას უკავშირდება მისი დაქვეითება.
ხაბეიშვილის თქმით, ახალი მინსიტრი, დარჩიაშვილი, კრემლის დავალებებს უფრო მარტივად შეასრულებს.
საგარეო მიმართულებით გადაწყვეტილებას იღებს ოლიგარქი და გარკვეული მინისტრები საგარეო მიმართულებას ვერ განსაზღვრავენ. დღევანდელი გადაწყვეტილება იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ღარიბაშვილმა მისთვის უფრო მეტად ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნა თანამდებობაზე, რომელიც უფრო მარტივად მიიღებს კრემლიდან დავალებას, ვიდრე ზალკალიანი.
არც ზალკალიანზე ვარ დიდი წარმოდგენის, თუმცა, სავარაუდოდ, მას ჰქონდა გარკვეული ჭმუნვები, ე.წ. ამ რუსულ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოიყვანეს ისეთი ადამიანი, ვისაც წუხილიც კი არ ექნება და პირდაპირ კრემლიდან მიიღებს დავალებებს - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს საგარეო საქმეთა მისნისტრის პოსტზე პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, წარადგინა. აწ უკვე ყოფილი მ8ინისტრი, დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.