"ის, რაც ხორციელდება უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, არის დასჯის აქტი" - კობახიძე პრემიერს იცავს
"ის, რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, არის დასჯის აქტი"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სპეკულაციებისთვის გამოიყენეს:
უკრაინის მიერ მიღებული ზიანი, სამწუხაროდ, უმძიმესია. უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რა თქმა უნდა, ის, რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, არის დასჯის აქტი.
აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც. ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არანაირი გამართლება. ძალიან რთულია მდგომარეობა, რომელშიც დღეს ეს სახელმწიფოა"- განაცხადა მან.
"ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა"- თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი პროცესების შეფასებისას.