სააკაშვილი საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, ეს სერვისები მას არ მიეწოდება - ომბუდსმენი

04.04.22 14:40
სააკაშვილი საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, ეს სერვისები მას არ მიეწოდება - ომბუდსმენი

მიხეილ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მას როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური რეაბილიტაცია ესაჭიროება - ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა. 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს შესაბამისი სერვისები ამ დრომდე არ მიეწოდება, რაც მისი მკურნალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზია.

მივიღეთ გამოკვლევის შედეგები, რომელიც მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ ჩაუტარდა, როდესაც ეს მონაცემები გავუზიარეთ ჩვენს კონსილიუმს გვითხრეს, რომ ეს შედეგები იდენტურია მათი დასკვნისა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ის საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი ხარვეზი მისი მკურნალობის მიმართულებით”, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები